მაიაკოვსკის 15 ნომერში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკა “რუსთავში” მოთავსებული ორი არასრულწლოვანი ექიმებმა დღეს დილით საავადმყოფოდან გაწერეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ განყოფილებაში დედა არ მოუთავსებიათ, ხოლო ბავშვები დაახლოებით დილის 4 საათზე ბინაზე გაწერეს. ექიმების ცნობით, ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს დაახლოებით 10 საათზე რუსთავში, მაიაკოვსკის 15 ნომერში, CO-თი ინტოქსიკაცია სამმა პირმა მიიღო. ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლნენ 29 წლის ქალი და მისი ორი შვილი – 11 წლის და წლისა და რვა თვის ბავშვები.