რომში ქართველმა სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ, მსოფლიოს თასზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით სძლია. იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.