ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,რუსთავში 3 მარტს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
ინფორმაციას რუსთავის მერიაში ადასტურებენ.
გადაწყვეტილების საფუძველი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობამ ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებასა და დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას გულისხმობს