რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყობა

რუსთავის მერის ,ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, ქალაქში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწყობა.

როგორც  ქალაქის პირველმა პირმა აღნიშნა, საკარანტინო სივრცის მოწყობა სასტუმრო “ვეჯინში” იგეგმება.

საკარანტინო სივრცე 54 ადამიანზეა გათვლილი და ის დღეს საღამოდან დაიტვირთება.

შეგახსენებთ, საკარანტინო სივრცე მოწყობილია ბიზნესცენტრ სასტუმრო “რუსთავის” შენობაში. ამ დროისთვის, შენობაში კარანტინში 83 პირი იმყოფება. 14-მა პირმა თვითიზოლაციაში გადაინაცვლა.