რუსთავში, აკრძალვის მიუხედავად,რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის მოძრობის შემთხვევა დაფიქსირდა.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, განმეორების შემთხვევაში შესაძლოა,მძღოლებს საჯარიმო სანქცია დაეკისროთ.
რაც შეეხება კერძო ტაქსების მოძრაობის შეზღუდვას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა განმარტავს, რომ ქალაქში კერძო ტაქსების გადაადგილების აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს, ავტომობილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, საქართველოში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
რუსთავში,ამ დროისთვის მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
კერძო მიკროავტობუსების მოძრაობის შეზღუდვის გამო, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა 16-დან 23 ერთეულამდე გაიზარდა.