საქართველოში კორონავირუსით ოთხი არასრულწლოვანია ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მაია ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული იმ 27 პაციენტიდან, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 არასრულწლოვანია. ისინი 14 წლამდე ასაკის პირები არიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 27 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.