სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთა გადაადგილება დროებით იზღუდება.

აღნიშნული შეზღუდვა ხვალ, 15 მარტს 18:00 საათიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.

აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.