ტრანსპორტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

რუსთავში ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა M2 და M3 კატეგორიის მუნიციპალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე იმსჯელეს.

მთავარი საკვანძო პრობლემები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მგზავრობის ღირებულებას, შიდასაქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტსა და რუსთავის მერიისგან გამოყოფილი დოტაციური თანხების მიზნობრიობას შეეხებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე დაზუსტდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, რუსთავისთვის გამოყოფილი 40 ახალი ავტობუსიდან 30 შიდასაქალაქო მარშრუტზე იმოძრავებს, ხოლო 10 ავტობუსი მგზავრებს რუსთავიდან თბილისის მიმართლებით გადაიყვანს.