“მე არ მეშინია ვირუსის”-ბათუმელი მამაკაცი მოქალაქეებს კარანტინისთვის საკუთარ სახლს სთავაზობს

ბათუმელი ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ცინცაძე წერს, რომ მზად არის კარანტინისთვის მოქალაქეებს საკუთარი ფართი შესთავაზოს.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stop.cov.ge ქვეყნდება. 

განცხადებაში,რომელსაც, ბათუმელი მამაკაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს,წერია,რომ სამ დღეში მისი  სახლი მზად იქნება იმისთვის,რომ ფართი სახელმწიფოს მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის გადაეცეს. 


“განცხადება!
მე ნოდარ ცინცაძე.
3 დღეში დავამთავრებ ოთახების გადაღებვას პირველ სართულზე.
მიუხედავად იმისა რომ ოჯახში მყავს მცირეწლოვანი.
მზად ვარ სახელმწიფოს დავუთმო შესაბამისი ფართი, მოქალაქეთა თვითიზოლაციისთვის.
წარმოდგენილი მაქვს, ფსიქოლოგიურად როგორი მძიმეა კარანტინში ყოფნა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ თავი იგრძნოს ოჯახურ გარემოში.
მე არ მეშინია კორონა ვირუსის, მე პანიკაში ჩავარდნილი ჩემი ხალხი მაფიქრებს.
14 მარტს მზად მექნება 45 კვ.მ-ის ფართი.
ჩვენ ეხლა ერთმანეთის გვერდით დგომა გვჭირდება.

ღმერთმა დალოცოს საქართველო”,- წერს ნოდარ ცინცაძე სოცქსელში.