ბოლნისში მცხოვრებ 60 მრავალშვილიან დედას სასურსათო პაკეტი გადაეცემათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 60 მრავალშვილიან შეჭირვებულ დედას სასურსათო პაკეტები საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გამოუგზავნა

სურსათის გადაცემის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრნენ.

დეპუტატმა და მერმა ივა ჭყონიას ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ სასურსათო პაკეტები ბოლნისის გარდა ასევე მარნეულში მცხოვრები ბენეფიციარებისთვისაც არის განკუთვნილი.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას მიერ გამოგზავნილი სასურსათო პაკეტები შეჭირვებულ, მრავალშვილიან დედებს დღეს დაურიგდებათ.