კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ბაზრის დახურული ტერიტორიები, სადაც ტანსაცმელი და პროდუქტებია განთავსებული.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხსნარი 4 საათის გასვლის შემდეგ სრულიად უსაფრთხო გახდება და ხვალიდან ე.წ. სტამბულის ბაზარი მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში მიღებს.