ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ. 

უწყების ინფორმაციით, პირველადი შეფასების შედეგად,  სამხედროები გაცივდნენ და ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაზნოზი ჯერ უცნობია.