თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევა გამოვლინდა: თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.