იტალიის პოლიციამ კორონავირუსის კარანტინის შემოწმების დროს მაფიის ძებნილი პირი დააკავა

 იტალიის პოლიციამ კორონავირუსის კარანტინის რეჟიმის შემოწმების დროს მაფიის ძებნილი წევრი დააკავა. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 42 წლის ჩეზარე ანტონიო კორდი . კორდის იტალიელი კარაბინერები 2018 წლის აგვისტოს შემდეგ ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძებნილი რეჯიო-კალაბრიას რეგიონში ,ერთ-ერთ სახლში იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სამართალდამცველებმა,ქუჩაში შემოწმების მიზნით გააჩერეს მამაკაცი, რომელსაც ხელში პაკეტები ეჭირა. მამაკაცმა კარაბინერებს განუცხადა, რომ პაკეტები მეგობრისთვის მიჰქონდა, პოლიცია დაეჭვდა და სახლზე მეთვალყურეობა დააწესა.

მეთვალყურეობის დროს ფანჯრიდან სამართალდამცავებმა სწორედ ძებნილი კორდი დაინახეს და ადგილზე დააკავეს.