კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელებული პაციენტი თვითიზოლაციაში გადადის

კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა.