“მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.

„მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა არ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს. საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმისდა მიხედვით, როდესაც ხდება ანალიზი ძალიან მრავალი ფაქტორის და მერე იღებს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა.