საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საბერძნეთში, ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომაორება დამაკმაყოფილებელია.