ნიჩბოსნობაში მრავალგზის ჩემპიონ ალექსი წივწივაძეს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ნავი გადაეცა

 ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა რუსთაველ ნიჩბოსანს ალექსი წივწივაძეს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ნავი გადასცეს.

სპორტსმენს 12 000 ლარის ღირებულების ნავი რუსთავის მერიისა და კომპანია“ეკო ოილის“ თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.

სპორტსმენის თქმით, საჩუქარი მის მოტივაციას აამაღლებს  და მომავალ შეჯიბრებებში წარმატების შანსებს გაზრდის.

შეგახსენებთ, ალექსი წივწივაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, რომელმაც  სლოვაკეთში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ნიჩბოსნობაში „ოლიმპიური იმედი“, ქვეყნისთვის ისტორიული წარმატება მოიპოვა და ერთბაშად სამი დისტანცია მოიგო.

რუსთაველი სპორტსმენი ევროპის მსოფლიო ათეულშია შესული.