პირველი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში აისახა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში – 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.