რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის M2 კატეგორიის მიკროავტობუსები დაჯარიმდნენ

 ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციებისა და მგზავრთა უკანონო  გადაყვანისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი M2 კატეგორიის მიკროავტობუსები დაჯარიმდნენ. 

ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ რუსთავში M2 კატეგორიის ოთხი მიკროავტობუსი  დააჯარიმა. 

კერძოდ, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები 100 ლარით დაჯარიმდნენ. 

რუსთავის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსა და “საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის” ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივ  ტრანსპორტში პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები  მომზადდა,რომელიც ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაიცა. 

ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით გიორგაძის განცხადებით, დაჯარიმდნენ ის სატრანსპორტო საშუალებები,რომლებსაც მგზავრები უკანონოდ გადაჰყავთ და ამავდროულად არ  იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ   პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები. მისივე ცნობით,მონიტორინგი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გრძელდება.