რუსთავიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლთა ნაწილი გაიფიცა

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები მიზეზად მგზავრების შემცირებასა და მაღალ გადასახადს ასახელებენ.

მათი თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მგზავრების რაოდენობამ იკლო და ყოველდღიური გადასახადის 70 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას ითხოვენ.

კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან.