დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებით,რუსთავში 20 კაციანი მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ რუსთავის მერიაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯადნაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი,რუსთავის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და სამომავლო სამოქმედო გეგმები გააცნო.
როგორც ცნობილი ხდება სამსახურების ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მიეცათ, მოიძიონ მოხალისეები,რომლებიც ქალაქში,საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ სამსახურებს დაეხმარებიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია ,რა ფუნქციებს შეასრულებს მოხალისეობრივი ჯგუფი,თუმცა ისინი სპეციალური ეკიპირებით შესაბამისი სამსახურების მიერ აღიჭურვებიან.









