“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ მივიჩნევთ”

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით,საქართველოს მთავრობა მიმდინარე მოვლენებს აკვირდება  და მონიტორინგი მიმდინარეობს. 

„ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.