საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაცით, თბილისის დროით 17:22 საათზე მიწისძვრა დაფიქსირდა რუსეთში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან ორ კილომეტრში.

ეპიცენტრი 24 კილომეტრის სიღრმეში იყო, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ კი, 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.