სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამინისტროს ინფორმაციით, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც იგი თვითიზოლაციაში იმოფებოდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 46 პაციენტი.