სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” პენსიონერებისა და ორსულებისთვის სამედიცინო ნიღბებს უფასოდ გასცემს.
სამედიცინო პირბადეების გაცემა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და თითო პერსონაზე 3 პირბადე გაიცემა.
სამედიცინო პირბადის მისაღებად პენსიონრებმა სააფთიაქო ქსელში პენსიონერი დამადასტურებელი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინონ.
პირბადეების მიღება შესაძლებელია რუსთავის შემდეგ ფილიალებში:
შარტავას 10; 2470110(254)
თოდრიას მოედანი; 2470110(263)
კოსტავას 19; 2470110(276)
მესხიშვილის 1ა; 2470110(277)