რუსთავში მამაკაცი ხელყუმბარის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს

  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი პირი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

  დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა რუსთავში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.