ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ,  თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.

უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ.