თებერვლის თვეში, ქვემო ქართლის რეგიონში 19 ბიზნეს ოპერატორს კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თებერვალში,რეგიონში 150 ბიზნესოპერატორი შეამოწმა.
დოკუმენტების მონიტორინგი განხორციელდა სკოლებსა და ბაღებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, სხვადასხვა დარღვევების გამო ,27 ბიზნესოპერატორი 1000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდა.