3 და 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მარტს 16:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში წერეთელი, ორჯონიკიძე, დიდი ბეგლიარი და მიმდებარე სოფლებში;

4 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი და მიმდებარედ,

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში ჯანდარი, იალღუჯის დასახლება და მიმდებარედ,

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.