ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV4 პრევენციულ ზომებს მიმართავს.
ტელეკომპანიამ მიიღო თანამშრომელთა ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა და საეთერო ბადეში ცვლილებები შევიდა.
TV4 დროებით ზღუდავს გადაცემების ჩაწერას. დღეიდან რეგიონის მაყურებელს საჭირო ინფორმაცია საინფორმაციო გამოშვება დაიჯესტის სახით მიეწოდება.
ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს Tv4-ის ოფიციალური ვებ-გვერდი და ფეისბუქ გვერდი.
ტელე-რადიო კომპანია უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები.