თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევა გამოვლინდა: თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.