მეგობრობის გამზირზე წყლის მილის დაზიანების გამო, ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. ამ წუთებში, ტერიტორიაზე კომპანია “რუსთავის წყლის” ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
როგორც tv4-ის ჟურნალისტი იუწყება, დაზიანდა ე.წ წყლის მილი,რამაც ასფალტის საფარი დააზიანა და ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანების გამო,წყლის მიწოდება შეეზღუდათ მეგობრობისა და თბილისის ქუჩის აბონენტებს.
კომპანიაში აცხადებენ,რომ წყლის მიწოდება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში აღდგება.