საქართველოს პატრიარქის, ილიამ მეორის ბრძანებით, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და აკურთხებენ.
პატრიარქის ბრძანება მრევლს კვირას არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) ამცნო.
ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, ზეგ სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები”,- აღნიშნა არქიდიაკონმა დემეტრემ.