დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ,ამირან გამყრელიძის ცნობით, პირველ პაციენტზე დამატებითი ტესტის რეკომენდაცია გაიცა.
“პირველ პაციენტზე დამატებითი ტესტის რეკომენდაცია გავეცით, რათა ძალიან მყარად ვიყოთ დარწმუნებული პასუხში”-განაცხადა გამყრელიძემ
პირველი პაციენტის ხელახალი ტესტის პასუხი, რომელსაც უნდა დაედასტურებინა მისი საბოლოო გამოჯანმრთელება, დადებითი აღმოჩნდა.
„მეორედ რომ ჩავუტარეთ ტესტი, იყო ძალიან სუსტად დადებითი და ამიტომ დამატებით მოვითხოვეთ დღეს კიდევ გადამეორება და ვფიქრობ, რომ კიდევ აიღებენ ანალიზს და გადაუმეორებენ. მეორე პასუხი ცოტა საეჭვო იყო და ჩავთვალეთ, რომ ჯერ ისევ უნდა იყოს. არ დავადასტურეთ სრული გამოჯანმრთელება.
ჩვენ რეკომენდაცია მივეცით, რომ კიდევ ერთხელ აღებულიყო სინჯები. გვინდა, რომ ძალიან მყარად ვიყოთ პასუხებში, მაგრამ არ იყო ძალიან მყარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.