სამების საკათედრო ტაძარში სამართალდამცველები მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ლიტურგიას მოსაყდრესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

მრევლის ნაწილი ტაძარში გარკვეული დისტანციით არის განლაგებული. წირვის შემდეგ ზიარების წესი შესრულდება და კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ზიარების შემდეგ, მორწმუნეები დასაყოლებელ სითხეს ერთჯერადი ჭიქებით მიიღებენ, როგორც ეს გასულ კვირასაც მოხდა. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც ზიარების რიტუალში სინოდის გადაწყვეტილებით შევიდა.

ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. წირვის დასრულების შემდეგ დაგეგმილია პატრიარქის ქადაგება.

ცოტა ხნის წინ, სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში.

 

ფოტო:1 tv