საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 271 პაციენტი რჩება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.