იტალიაში ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა – ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა.
სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემები, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 604 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 880 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1555 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.