პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.