რუსთავის “ცხელების ცენტრში” ოთხი პაციენტის ტესტმა COVID-19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა

 რუსთავის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა მათ შორის ,რუსთავის საკარანტინო სივრცეში გადმოყვანილ მარნეულელ ექიმზე,რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა.

ჯამში ცხელების ცენტრში ამ დრომდე 45 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან კოვიდ19-ზე ტესტი 13 პაციენტს ჩაუტარდა. აქედან კოვიდ -19 დაუდასტურდა ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს,რომელიც საკრებულოს დეპუტატის კონტაქტია.