საბავშვო ბაღებიდან პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი იწყება. დღეს, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების მომარაგება სუპერმარკეტ “მადაგონთან” დაიწყო. სასურსათო პროდუქტი ხვალიდან, რუსთავის ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალიდან გაიცემა. მესამე ეტაპზე პროდუქტებს 2 400 ოჯახი მიიღებს.
მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი პირველ ეტაპზე 950-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 2 300-მა ოჯახმა მიიღო, რომელთა ბავშვები საბავშო ბაღში დადიან. სულ მერიის დახმარებით ამ პროგრამით, 5 650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობას მოიცავს.