ამერიკიდან საქარველოში 79 მოსწავლე დღეს დაბრუნდება

ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში დღეს ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან.

ქართველი მოსწავლეები  ამერიკიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაფრინდებიან, საიდანაც ავიაკომპანია “აირზენას”  სპეციალური რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან.  არსებული ინფორმაციით, ჯამში 100 მგზავრის ჩამოყვანა იგეგმება

აღსანიშნავია, რომ დღეს ლარკანადან თბილისის აეროპორტში სპეციალური რეისით საქართველოს 127 მოქალაქე დაბრუნდა.