ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.
სულ მსოფლიოში ამ დრომდე, კორონავირუსით ინფიცირების 1 650 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 368 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით – იტალია.