როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება?!

ქვესადგურზე ავარიული დაზიანების გამო, რუსთავის ნაწილს ელექტოენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ელექტოენერგიის აღდგენა სავარაუდოდ, 22:30-დან 23:30 საათის პერიოდში მოხდება.

ავარიული დაზიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აქვს შეზღუდული მარცხენა სანაპიროს და მარჯვენა სანაპიროს ნაწილს:  ყაზბეგისა და თბილისის ქუჩებს.