პატრიარქი-მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ,რაც მთელ მსოფლიოშია,ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის

 ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვრთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა.

ილია მეორემ მრევლი დალოცა.

„მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ უღვრთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ეს მოვლენები, ღვისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა ზედ და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი. 16:00 საათზე იქნება 12 ვების სახარების კითხვა წყალობა მოგადლოთ უფალმა სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს განსაკუთრებული დღეა 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამე მაკურთხა მე დიაკონად. მადლობა უფალს, მადლობა უწმინდესსა და უნეტარეს, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.