რუსთავში დღეს სასურსათო კალათა 425 ოჯახს გადაეცა. სურსათის გაცემა ტრადიციულად, მოხალისე stopper-ებმა უზრუნველყვეს და მოხალისეებმა, ბენეფიციარებს პროდუქტი საცხოვრებელ სახლებში მიუტანეს.
მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან და ასევე, ქველმოქმედების სახით გაღებული თანხით, რისკ-ჯგუფებში შემავალი ოჯახებისთვის სასურსათო კალათა მომზადდა. საერთო ჯამში დახმარება ქალაქის მასშტაბით 3000-ზე მეტ ოჯახს გაეწია.
შეგახსენებთ, რომ ბენეფიციართა განსაზღვრა ხდება როგორც მერიის სოციალურად დაუცველთა სიებიდან, ასევე, მერიის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე.
ამასთანავე სასურსათო პაკეტით დახმარება ქალაქის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების 5650-მდე ოჯახს გაეწია.
დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს მერიის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: (341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05.