რუსთავის მუნიციპალიტეტს 1 000 პირბადე საჩუქრად გადაეცა

შპს “RMC” გრუპმა რუსთავის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 1000 ცალი პირბადე გადასცა.

საწარმოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, სამკერვალომ წარმოების სპეციფიკა შეცვალა და მთლიანად პირბადეების წარმოებაზე გადავიდა. როგორც ქეთევან როსტომაშვილმა განმარტა, საწარმოში ეკონომიკური წარმოებისთვის აუცილებელი ყველა პირობა დაცულია. მისი თქმით, სამკერვალოს პირბადეების შეკერვის ნებართვა ლუგარის ლაბორატორიისგან აქვს მიღებული. როგორც საწარმოში ტვ4-ს განუცხადეს, აქცია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და ისინი მზად არიან, გარკვეული კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს საკუთარი რესურსებით მომავალშიც დაეხმარონ.

დღეს საწარმოში ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ საწარმოს ხელმძღვანელსა და იქ დასაქმებულებს სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ინფორმაციისთვის, საწარმოში ამ დროისთვის სულ 35 ადგილობრივი პერსონალი მუშაობს, მათ შორის, შშმ პირები, ამ ეტაპზე სამკერვალოში 1 დღის განმავლობაში დაახლოებით 5-დან 7 000-მდე პირბადე იკერება, წარმოების ხელმძღვანელის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან, რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდონ.