რუსთავის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქვესადგური პატარა რუსთავის დაზიანების გამო, რუსთავის მარცხენა სანაპიროს სრულად და მარჯენა სანაპიროს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქში.