რუსთავის შემოსასვლელში მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა(+ფოტო)

 რუსთავის შემოსასვლელში მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. “მერსედესის” მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ავტომობილში იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. 

Update: როგორ კლინიკა “რუსთავში”  Tv4-ს განუცხადეს,დაშავებულებს ქვედა კიდურების ზედაპირული დაზიანება აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.