საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში სულ 132 გამოჯანმრთელებული ადამიანია.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge – ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 5 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში 5888 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი რჩება.